Loading the player...


INFO:
სააღდგომო კალათი 🐣🪺 დაგჭირდებათ ✔️ 🪺ფქვილი - 600გრ. 🪺კვერცხი - 2ც. 🪺რძე - 250მლ. 🪺საფუარი - 1სu002Fკ. 🪺კარაქი - 70გრ. 🪺შაქარი - 1სu002Fკ. 🪺მარილი - ნახ. ჩu002Fკ. მომზადება ✔️ ▫️თბილ რძეს დავუმატოთ შაქარი, მარილი, საფუარი და 2 სu002Fკ. ფქვილი. მასა გავაერთიანოთ და დავაყოვნოთ 15 წუთით, სანამ არ ამოფუვდება. ▫️ამოფუებულ მასაში დავამატოთ 1 მთლიანი კვერცხი და 1ც. კვერცხის ცილა (გულს ვინახავთ ზემოთ წასასმელად). ასევე ვუმატებთ გამდნარ და შეგრილებულ კარაქს, ბოლოს კი დავაცრათ ფქვილი (შეიძლება ოდნავ მეტი, ან ნაკლები დაგჭირდეთ, ამიტომ ნელ-ნელა დაუმატეთ). მოვზილოთ რბილი და ელასტიური ცომი. ▫️ცომს გადავაფაროთ სამზარეულოს ტილო და დავაყოვნოთ თბილ ადგილას 1-2 საათით, გაორმაგებამდე. ▫️როდესაც ცომი ამოვა, გავყოთ სამ ნაწილად. (1 ნაწილი უნდა იყოს შედარებით უფრო დიდი, კალათისთვის). გავაბრტყელოთ და ამოვჭრათ ისე, როგორც ხედავთ ვიდეოში. ▫️ავიღოთ ჯამი, სასურველი ფორმის, ცეცლგამძლე. გადავაკრათ ალუმინის ფოლგა მჭიდროდ. გადავუსვათ ცხიმი, იმისათვის რომ მარტივად შევძლოთ კალათის ამოტანა. შემდეგ კი დავწნათ კალათი, ისე როგორც ხედავთ ვიდეოში. ზემოდან გადავუსვათ კვერცხის გული (მე დავუმატე 1სu002Fკ. რძე). ▫️მეორე და მესამე გუნდაც იგივენაირად გავაბრტყელოთ, დავჭრათ დ დავწნათ ისე, როგორც ჩანს ვიდეოში. ასევე გადავუსვათ კვერცხის გული და გამოვაცხოთ. ▫️ვაცხობთ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 15-20 წუთით, მზაობამდე. (იყავით ყურადღებით ზედაპირი უცებ რომ არ მოიბრაწოს, ან თავიდან ჩაურთეთ ქვედა წვა, ბოლოს კი ზედა). ▫️გამომცხვარი კალათი და ნაწნავები ავაწყოთ ჩხირების დახმარებით. ▫️შეგიძლიათ შიგნით მოათვსოთ კვერცხები, ჯეჯილი, პასკა, ან ნუგბარი. ▫️თქვენს სააღდგომო სუფრას, ვფიქრობ ძალიან გაალამაზებს! 🫶🏼